Копия Romania

შეხვედრა რუმინეთის წამყვანი უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებთან თბილისში, 15 ოქტომბერს

რატომ ღირს რუმინეთში სასწავლებლად გამგზავრება:

რუმინეთი – აღმოსავლეთ ევროპის ერთერთი ყველაზე დიდი ქვეყანაა 20-მილიონიანი მოსახლეობით. 

ევროპული დიპლომი. რუმინეთი 2007 წლიდან შედის ევროკავშირის შემადგენლობაში, რუმინეთის უნივერსიტეტების დიპლომები აღიარებულია მთელს მსოფლიოში.

განათლების დაბალი ღირებულებაშესაძლებლობა გეძლევათ, რომ ევროპული დიპლომი თითქმის უფასოდ მიიღოთ. უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის აქ სწავლა დაახლოებით 2000 ევრო ღირს.

სტიპენდია. სწავლაში წარმატებების შემთხვევაში საშუალება გექნებათ, რომ რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტიპენდიის მიღების იმედი იქონიოთ. ის სრულად დაფარავს სწავლის საფასურს, ცხოვრების საფასურს და 65-85 ევროს თვეში სხვადასხვა ხარჯებისთვის. თუმცა საამისოდ დაგჭირდებათ რუმინული ენის შესწავლა წლიურ მოსამზადებელ კურსებზე: ინგლისურენოვან პროგრამებზე სახელმწიფო სტიპენდია, როგორც წესი, არ ვრცელდება.

რა შეგიძლიათ მოინახულოთ დასვენების დღეებში:

  • ისეთი უძველესი ნაგებობები, როგორიცაა კორვინის სასახლე ან ბრანი;
  • მსოფლიოში ერთერთი ყველაზე ულამაზესი მთიანი გზა - ტრანსფეგერაშის ტრასა;
  • ევროპის უმსხვილესი ბუნებრივი ნაკრძალი, იუნესკოს მემკვიდრეობა - „დუნაის დელტა“;
  • იდეალურად შენახული შუა საუკუნეების ქალაქი სიგიშოარა;
  • ბუქარესტის უძველესი არქიტექტურა და პარკები.

კარიერული პერსპექტივებირუმინული დიპლომის ფლობა საკმარისია იმისთვის, რომ მარტივად იპოვოთ სამსახური როგორც რუმინეთში, ასევე ევროკავშირის ქვეყნებში.

შეხვედრაზე საშუალება გექნებათ თქვენთვის საინტერესო კითხვები დაუსვათ რუმინეთის უნივერსიტეტების წარმომადგენლებს.

შეხვედრა გაიმართება გამოფენის „საერთაშორისო განათლება“ ფარგლებში. ასევე საშუალება გექნებათ, რომ მსოფლიოს 25 ქვეყნის უნივერსიტეტების წარმომადგენლებს გაესაუბროთ, მოისმინოთ პრეზენტაციები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში განათლების მიღების, სასტიპენდიო პროგრამებისა და ფონდების შესახებ.

შესვლა თავისუფალია, თუმცა საჭიროა რეგისტრაცია.

Комментарии Фейсбук Вконтакте