26 თებერვალს 2017, 13.00–17.00

"განათლების საერთაშორისო" გამოფენა თბილისში (International Education Fair, Tbilisi)

აღმოაჩინეთ საზღვარგარეთ განათლების მიღების უსაზღვრო შესაძლებლობები! საკარიერო და პიროვნული ზრდა, სასარგებლო უნარები და ცოდნა, ახალი ნაცნობობა - და ეს ჯერ კიდევ როდია საერთაშორისო განათლების მიღების ყველა პერსპექტივა. შეიტყვეთ მეტი თავის რანგში უმსხვილეს თემატურ გამოფენაზე.

როგორ შევარჩიოთ ქვეყანა, უმაღლესი სასწავლებელი და პროგრამა, მოვემზადოთ და შემდეგ - ჩავაბაროთ? სად შეიძლება ჩავაბაროთ TOEFL და GMAT? რა სტიპენდიები და გრანტები არსებობს საქართველოს მოქალაქეთათვის? სასწავლო დაწესებულებათა წარმომადგენლები მთელი მსოფლიოდან დიდი სიამოვნებით გიპასუხებენ ამ და მრავალ სხვა თქვენთვის აქტუალურ კითხვებზე.

პროგრამაშია:

  • ბაკალავრიატი და მაგისტრატურა აშშ-ში, კანადაში, ევროპის ქვეყნებში (დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, აშშ, ნიდერლანდები, გერმანია, შვეიცარია, რუსეთი) და აზიაში;
  • ინდივიდუალური კონსულტაციები უნივერსიტეტების წარმომადგენლებისგან - მომზადების, ჩაბარების და სწავლების შესახებ;
  • მომზადება საერთაშორისო გამოცდებისათვის TOEFL, GMAT, IELTS და სხვა;
  • სტიპენდიები და გრანტები;
  • თემატური მასტერ-კლასები და პრეზენტაციები.
Register to visit the fair

გარდა ამისა, „საერთაშორისო განათლების“ ამ უნიკალურ გამოფენაზე თქვენ შეძლებთ შეადაროთ  სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებების ვარიანტები და შეადგინოთ საკუთარი რეიტინგი, სად და რატომ ჯობია ჩაბარება. ასევე თქვენ მოგეცემათ შესაძლებლობა გაერკვეთ უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებისა და პროგრამების არჩევანში.  

იყავით მოვლენების კურსში! გელით გამოფენაზე.

Комментарии Фейсбук Вконтакте